Thursday, April 17, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

ვის უნდა მივცეთ ხმა არჩევნებზე?



თემატური კითხვები
1.ვის მიმართაც მოკრძალება და შიში გვაქვს? 2.ვინც გვაწუხებს? 3.ვისაც ჩვენთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია? 4.ვინც ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს? 5.ახლობლებს და ნათესავებს? 6.ხათრით და ნაცნობობით?


შინაარსობრივი კითხვები
რა არის მწერლის სატკივარი? ვის გულისხმობს კუდაბზიკელებში? რომელი საუკუნის ამბებია გადმოცემული? ვინ არიან დაპირისპირებული მხარეები? რის მიხედვით ირჩევენ ქვეყნის მეთაურს? რით ამოიწურება მათი აქტიურობა? რას აკეთებენ არჩევნების შემდეგ? რა შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა მათმა უგუნურებამ და ურთიერთდაპირისპირებულობამ? რა გამოსავალს პოულობენ განსაცდელიდან თავის დასაღწევად? რა გამოსავალს სთავაზობს მათ ავტორი?

4 comments:

  1. ნანა,შენ ძალიან კარგი ზოგადი კითხვა დასვი, ასევე ძალიან მომეწონა შინაარსობრივი შეკითხვები, მაგრამ ვფიქრობ , თემატური კითხვები შინაარსობრივისკენ იხრება. რამდენადაც მახსოვს,თემატურ კითხვებსაც განზოგადებული სახე უნდა ჰქონდეს. იქნებ კიდევ ერთხელ გადაგეხედა მათთვის. პატივისცემითა და დიდი სიყვარულით მ.მჭედლიშვილი

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობ,საყურადღებო შენიშვნაა,როგორც მივხვდი, თემატურში არ უნდა აისახოს ტექსტის შინაარსი

      Delete
  2. წავიკითხე თქვენი ნამუშევარი, სამწუხაროდ ნაწარმოებს არ ვიცნობ, დავინტერესდი, წავიკითხავ და კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებ

    ReplyDelete
  3. წავიკითხე თქვენი მიმართულების მიმცემი კითხვები,ყველაფერი ძალიან მომეწონა

    ReplyDelete